რუსმა პრანკერებმა ქემერონს პეტრო პოროშენკოს სახელით დაურეკეს

რუსულმა მედიამ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონისა და რუსი პრანკერების – ვოვანისა და ლექსუსის საუბარი გამოაქვეყნა. პრანკერებმა დაადასტურეს, რომ ქემერონს ისინი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სახელით ესაუბრნენ.

ჩანაწერს თან რუსული თარგმანი ახლავს, რომლის თანახმადაც, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ,,პოროშენკოს” ნატოს გაფართოებისა და უკრაინაში უცხოური ჯარების ყოფნის საკითხებზე ესაუბრება.

როგორც ბრიტანეთის საგარეო უწყება აცხადებს, ქემერონი სატელეფონო თაღლითების მსხვერპლი გახდა, რომლებმაც მინისტრს თავი პეტრო პოროშენკოდ წარუდგინეს, თუმცა საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა და მას შემდეგ, რაც ქემერონმა იეჭვა, რომ საქმე თაღლითებთან ჰქონდა, საუბარი შეწყვიტა.

მსგავსი თემები