,,პუტინის მოწვევა დიდი ოცეულის სამიტზე უნდა გაუქმდეს” – უკრაინის საგარეო უწყების მოთხოვნა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გააუქმოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევა G20-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. უწყების განმარტებით, პუტინი ”იდაყვებამდე სისხლიანი ხელებით არ უნდა იჯდეს ერთ მაგიდასთან მსოფლიო ლიდერებთან”.

,,პუტინმა საჯაროდ აღიარა, რომ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების ბრძანება გასცა. იდაყვებამდე სისხლიანი ხელებით არ უნდა იჯდეს ერთ მაგიდასთან მსოფლიო ლიდერებთან. პუტინის მოწვევა ბალის სამიტზე უნდა გაუქმდეს და რუსეთი უნდა გაირიცხოს დიდი ოცეულიდან” – წერს Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო.

მსგავსი თემები