დაღესტანში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს

დაღესტანში უცნობმა პირებმა სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი პოლიციელი, ერთი კი დაჭრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შემთხვევა დერბენტში მოხდა. ეჭვმიტანილები ავტომობილით მიიმალნენ. გამოძიება დაწყებულია.

გარდა ამისა,  მახაჩყალაში დაუდგენელი პირები საგზაო-საპატრულო პოლიციის პოსტს დაესხნენ თავს. შსს-ს ცნობით, დაღუპულია პოლიციის ერთი თანამშრომელი, ექვსი კი დაშავებულია. მიმდინარეობს ოპერაცია თავდამსხმელების დასაკავებლად.

მსგავსი თემები