ისრაელელმა სამხედროებმა დაჭრილი პალესტინელი მამაკაცი მანქანის წინა მხარეს მიაბეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ მისმა სამხედროებმა დაარღვიეს პროტოკოლი, როდესაც დაჭრილი პალესტინელი მამაკაცი მანქანის წინა მხარეს მიაბეს.  მათივე ცნობით,  მამაკაცი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინის რეიდის დროს, ორმხრივ სროლის დროს დაიჭრა. მამაკაცის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ითხოვეს, მაგრამ სამხედროებმა მამაკაცი ავტომობილის წინა მხარეს მიაბეს და წაიყვანეს. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მამაკაცი, საბოლოოდ, სამკურნალოდ „წითელ ნახევარმთვარეს“ გადასცეს.

 

მსგავსი თემები