„მთელი უკრაინა ან რუსული იქნება, ან არც ის იარსებებს და არც არავინ”- დუგინი

რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრე დუგინი ამბობს, რომ ან მთელი უკრაინა რუსული იქნება ან არ იარსებებს. ამის შესახებ მან სოცილაურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ყირიმი “უკრაინად” აღიარა და ყველა, ვისაც ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ექნებოდა, რუსეთი მუდმივად თავს ესხმოდა.

“ოდესღაც “დნრ” და “ლნრ” [დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები]  არ იყო ჩვენს დღის წესრიგში და ჩვენ ვაღიარეთ ყირიმი „უკრაინად“ და ვესხმოდით ყველას, ვინც სხვაგვარად ფიქრს გაბედავდა. რომ აღარაფერი ვთქვათ ხერსონის რეგიონსა და ზაპოროჟიეს შესახებ. ეს არის დიპლომატია და არსებობს გეოპოლიტიკის ცივი კანონები. მთელი უკრაინა ან რუსული იქნება, ან არც ის იარსებებს და არც არავინ” – წერს დუგინი.

მსგავსი თემები