ნიდერლანდებში დააკავეს ქართველი კაცი, რომელმაც ქალს შპრიცით ნარკოტიკული ნივთიერებები უნებართვოდ გაუკეთა

ნიდერლანდებში დააკავეს 31 წლის ქართველი კაცი,  რომელმაც  ახალგაზრდა ქალს, ჰააგის ფესტივალზე შპრიცით გაუკეთა ნივთიერება, რის შემდეგაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ზუიდერპარკში, ფესტივალზე 18 ივნისს მოხდა. ახალგაზრდა კაცი სცენაზე დააკავეს. პოლიციამ ჩხრეკისას აღმოაჩინა შპრიცები, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავდა.

დაკავებულ  ქართველს სასამართლომ  5-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს : “მაბრალებენ იმას, რაც არ გამიკეთებია”.

მსგავსი თემები