ზელენსკისა და ბაიდენს შორის გაფორმებული შეთანხმება უკრაინისთვის F-16-ების გადაცემასაც მოიცავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა იარაღის გადაცემას მოიცავს, რომელსაც ქვეყანა უკვე დიდი ხანია, ითხოვს. ამის შესახებ მან ჯო ბაიდენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იტალიაში განაცხადა.

ზელენსკის განცხადებითვე, აშშ-სთან გაფორმებული შეთანხმება მოკავშირეობის ,,ფილოსოფიას” შეიცავს და ,,ხიდია” უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ.

,,ნამდვილად ისტორიული დღეა. უძლიერესი შეთანხმება შეინარჩუნებს ადამიანების სიცოცხლეს და შეიცავს დებულებებს ომის დასრულების შემდეგ მდგრადი მშვიდობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე”, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ,,რუსეთი რეალური გლობალური საფრთხეა”.

მსგავსი თემები