პრემიერ მინისტრის განცხადებით, საზღვრის სადელიმიტაციო კომისია მუშაობას მალე განაახლებს

„დავით გარეჯთან დაკავშირებით, საზღვირს სადელიმიტაციო კომისია  უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას კომისიის შეხვედრის ანგარიში ხელთ აქვს. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები, ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონტაქტზე თავის კოლეგებთან აზერბაიჯანში.

„ორი დღის უკან, იყო სამწუხარო ინცინდენტი, რომელიც ამოწურულია. მე მსურს კიდევ ერთხელ ყველას მივმართო, რომ ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი, ძალიან მგრძნობიარე თითოეული ჩვენგანისთვის და მინდა ყველას ვთხოვო, რომ მივცეთ საშუალება კომისიასა და შესაბამის უწყებებს, რომ გაგარძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები