სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე 60 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქციის მიმდინარეობისას, ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა სომხეთის პარლამენტის შენობასთან, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. სამართალდამცველებმა სცადეს, დემონსტრანტები პარლამენტის ღობიდან მოეშორებინათ და ამ მიზნით ხმოვანმანათობელი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.