“„გლობალურ ომის პარტიას” გეოგრაფია არ გააჩნია“-ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ე.წ. “გლობალური ომის” პარტიაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, აქ არა კონკრეტული პარტია, არამედ პოლიტიკური სუბიექტები მოიაზრებიან, რომელთა რიტორიკაც მეორე ფრონტის შექმნას ცდილობს. ლილუაშვილი ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტიას“ გეოგრაფია არ გააჩნია.

„ჩემი აზრით, ეს არის ინტერპრეტაციების საკითხი. შეიძლება, ფიზიკურად პარტია რეგისტრირებული არც იყოს. „გლობალური ომის პარტია“ პოლიტიკური ტერმინიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა. ალბათ, ამაში მოიაზრება ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის რიტორიკა ითვალისწინებს დაძაბულობის კერების გაჩენას, მეორე ფრონტის გახსნას.. ჩვენ ვიხილეთ ასეთი დამაზიანებელი განცხადებები როგორც შარშან, ისე წელსაც. ალბათ, ამათი ერთობლიობაა, გეოგრაფია არ გააჩნია ამ პარტიას“- აღნიშნა ლილუაშვილმა.

 

მსგავსი თემები