რა წარწერა დატოვეს ესპანეთის მეტროში ქართველი გოგოს მკვლელობის შემდეგ

ბარსელონაში, 32 წლის ქართველი გოგო, სავარაუდოდ, ფემიციდის შემთხვევას ემსხვერპლა. ესპანური მედიის წერს, რომ ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. გარდაცვალების საქმეზე მისი ქმარი, 32 წლის ასევე საქართველოს მოქალაქეა დაკავებული.

თავდაპირველად, გამოძიება სუიციდის ვერსიას განიხილავდა, თუმცა, ადგილზე აღმოჩენილი მტკიცებულებებისა და სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის თანახმად, გამოძიება ამჟამად ფემიციდის შემთხვევას იძიებს.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ქმარი მას ხშირად უსწორდებოდა ფიზიკურად, აყენებდა შეურაცხყოფას, სამსახურში ხშირად შეუმჩნევიათ მის სხეულზე სხვადასხვა სახის სილურჯე და დაზიანება.

ბარსელონის იმ რაიონში, სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა, სახელმწიფო დაწესებულებებმა მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„ეს არ ყოფილა სუიციდი. ნასტია აქაა“, – წერია მიმდებარე მეტროს სადგურის ჩასასვლელში.

მსგავსი თემები