აქცია სასამართლოსთან – პატიმრის ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდას ნარკოტიკი ჩაუდეს

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული გიორგი გოგოტიშვილის ოჯახის წევრებმა უზენაეს სასამართლოსთან აქცია გამართეს. გოგოტიშვილი პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა და საპატიმროდან გამოუშვა, თუმცა სააპელაციომ ის გაამტყუნა და საპატიმრო სასჯელი შეუფარდა. ამ დროს ის უკვე ემიგრაციაში იმყოფებოდა, თუმცა სასამართლოს პოლიტიკური განაჩენის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა.

ამჟამად პატიმრობაში მყოფი გოგოტიშვილი უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. ოჯახის წევრები ბოლო ინსტანციისგან ითხოვენ, რომ პროცესი დროულად ჩაინიშნოს.

გოგოტიშვილის დაკავებას ოჯახი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს. ოჯახის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცისგან ქართული ოცნების წევრებმა ხმების მოგროვება მოითხოვეს, უარის შემდეგ კი მის წინააღმდეგ რამდენიმე პროვოკაცია განხორციელდა სამართალდამცველების მხრიდან.

მსგავსი თემები