„ცნობილ მთამსვლელს“ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – ის ეროვნულ პარკში ქალებზე სექსუალურად ძალადობდა

პროფესიონალი, ცნობილი მთამსვლელი და სახელმძღვანელოს ავტორი ჩარლზ ბარეტი ქალებზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ბარეტს ბრალდება ორი მუხლით წარუდგინეს. მას ბრალი ედება იოსემიტის ეროვნულ პარკში, ერთი კვირის მანძილზე ჩადენილ ორ დანაშაულში, რაც გამოიხატება სექსუალური ძალადობასა და ქალთან შეურაცხმყოფელი სექსუალური კონტაქტისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბრეტს ერთ ქალზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, სასამართლოს მსვლელობისას მის წინააღმდეგ ჩვენება კიდევ სამმა ქალმა მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წელს ბარეტი ცხოვრობდა და მუშაობდა ეროვნულ პარკში. მან ქალს სამჯერ მიაყენა სექსუალური შეურაცხყოფა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მაამდე, კიდევ ერთი მსხვერპლი ბრეტმა სპორტდარბაზში „იპოვა“.

2010 წელს ქალმა სპორტდარბაზის მფლობელს ამ შემთხვევის შესახებ უთხრა, რათა სხვა ქალები დაეცვა ძალადობისგან. ამის გამო მას ბარეტი მუდმივად ავიწროებდა და ემუქრებოდა.

ბარეტი 2022 წელს გაასამართლეს კრიმინალური მუქარისთვის. სასამართლო პროცესზე მას სინანულის განცდა არ ჰქონია და კვლავ იმუქრებოდა.

მსგავსი თემები