ე.წ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული სამი აქტივისტი დაზარალებულად ცნეს

თბილისში ე.წ „რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციის სამი მონაწილეს, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტზე, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა დაზარალებულმა გურამ ადამიამ განაცხადა. როგორც ადამია ამბობს, შესაბამისი დოკუმენტაცია პროკურატურამ მას დღეს გადასცა. ის ასევე გაეცნო სამართალდამცავების ჩვენებებს და თქვა, რომ რასაც პოლიცია ჩვენებაში წერს სიმართლეს არ შეესაბამება.

„დაზარალებულად მაღიარა პროკურატურამ და ეს დოკუმენტაცია გადმომცეს. სასამართლოდან გადმომცეს პოლიციელების ჩვენებები და საერთოდ „კომედიები“წერია, საერთოდ სხვაგან ვიყავი და სხვა რამეები წერია“- თქვა  გურამ ადამიამ.

ადამია ამბობს, რომ დამნაშავეების დასჯის იმედი არა აქვს.

 

მსგავსი თემები