რუსეთის მოქალაქე პარიზში, ოლიმპიადისას ტერაქტს ამზადებდა – უცხოური მედია

საფრანგეთში რუსეთის 18 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც პარიზის ოლიმპიადისას ტერაქტის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას BFMTV პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ჩეჩნური წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცი 22 მაისს, შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (DGSI) თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიების პირველადი მონაცემებით, დაკავებული ამზადებდა მაყურებლებზე და პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმას სტადიონ „ჟოფრუა გიშარზე“, სადაც ზაფხულში ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის მატჩები უნდა გაიმართოს.

ეჭვმიტანილი საკუთარ სახლში დააკავეს და ბრალი წაუყენეს როგორც ტერორისტული ჯგუფის მეთაურს, რომელიც ამზადებდა დანაშაულს ადამიანებისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

ახალგაზრდა მამაკაცი საფრანგეთში 2023 წელს მშობლებთან ერთად ჩავიდა.

მსგავსი თემები