დონალდ ტრამპი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მანჰეტენში, „ტრამპ თაუერში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თუ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება ჩემთვის, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება ნებისმიერისთვის“ – აღნიშნა ტრამპმა.
რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. ის ამბობს, რომ ტრამპს ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა თავის დასაცავად.
„ყველას მსგავსად, ტრამპსაც აქვს შესაძლებლობა, გაასაჩივროს განაჩენი. ასე მუშაობს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა“, – აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.