მედიის ცნობით, რუსეთში საქართველოს მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მათ, Mi-8 ტიპის ვერტმფრენებიდან სათადარიგო ნაწილების ქურდობას ედავებიან.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფაქტი სარატოვ ენგელსის სარემონტო ქარხანაში მოხდა, მოპარული საქონელი კი კუსკოვსკაიას ქუჩაზე, ავტოფარეხში იპოვეს.
საქართველოს მოქაალაქეებთან ერთად დაკავებულია რუსული პასპორტების მქონე ცოლ-ქმარიც.