მარშის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ დაიძრნენ

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიემართებიან. აქციის მონაწილეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედანზე შეერთდნენ.

მარშის მონაწილეებს ის სტუდენტები შეუერთდნენ, რომლებიც რუსთაველის მეტროს მიმდებარედ იყვნენ შეკრებილები. როგორც ისინი აცხადებენ, შს სამინისტროსთან აქციების დროს დაკავებული მოქალქეების გათავისუფლებას მოითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ დაკავებები უკანონოდ მოხდა.  სამინისტროსთან იგეგმება სიტყვით გამოსვლებიც.

მსგავსი თემები