შენგენის ზონის ვიზები გაძვირდება

11 ივნისიდან შენგენის ზონის ვიზები გაძვირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ზრდასრული პირებისთვის ვიზის ღირებულება – 80-დან 90 ევრომდე, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი 40-დან 45 ევრომდე გაიზრდება. ცალკეულ შემთხვევებში ღირებულებამ, შესაძლოა, 135 ან 180 ევროც შეადგინოს, თუ ქვეყნის მიმართ ევროკავშირის სავიზო რეჟიმის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის სპეცპროცედურა გამოიყენება.

ევროკომისია ღირებულების ცვლილების მიზეზად ინფლაციასა და მომსახურე პერსონალის ანაზღაურების ზრდას ასახელებს.

მსგავსი თემები