საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი, – ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებას: ,,მტრობაა ის, როდესაც დასავლეთი აფინანსებს რევოლუციურ სცენარს, მტრობაა ის, როცა დასავლეთი აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც პირდაპირ ჩართულები არიან პოლარიზაციაში”.
,,მერო კალაძე, რაღაც აშკარად არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს ახალგაზრდა თაობა გეგმავს, არამედ მმართველი პარტია. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი”, – აღნიშნავს როთი.