,,ბანანით დატვირთული კონტეინერიდან 52 კილოგრამამდე ,,კოკაინი” ამოვიღეთ” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილი იქნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული. უწყება ამბობს, რომ ამოღებული იქნა ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი”.

მათივე ცნობით, ის ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ.

,,ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტრანზიტში ჩართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით”, – ამბობს შსს.

მსგავსი თემები