მარნეულში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობას ცეცხლი გაუჩნდა

მარნეულში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლო. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლის მიზეზი დენის მოკლე ჩართვა გახდა. ცეცხლი თავდაპირველად სარდაფში გაჩნდა და შემდეგ პირველ სართულზე გავრცელდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება მალევე შეძლეს.

მსგავსი თემები