„კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა ორიგინალური და სამართლებრივად გამართულია“- ხმალაძე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ე.წ „რუსულ კანონზე“ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს აფასებს. მისი თქმით, კანონპროექტის შინაარსი რომელიც სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა ორიგინალური და სამართლებრივად სრულიად გამართულია.

 „კანონპროექტის შინაარსი, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა, არის ფრიად ორიგინალური, მსგავსი მე ჯერ არ შემხვედრია, მაგრამ სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული. პრეზიდენტი არ შეეხო კანონის არცერთ ნორმას გარდა კანონის ამოქმედების ნაწილისა. რაც წერია მიღებულ კაონში, ის დატოვა უცვლელად და დაამატა ერთი პუნქტი: ეს კანონი გაუქმდეს ამოქმედების მომდევნო დღიდან“- განაცხადა მან.

ხმალაძე ამბობს, რომ თუ ვინმეს პრეტენზია ექნება ვეტოს მიმართ ეს ქინება თითიდან გამოწოვილი.

”პრეზიდენტმა აირჩია 1 დღიანი მოქმედება კანონის ანუ რეალურად, კანონი ვერ ამოქმედდება, იმიტომ, რომ ერთ დღეში ხელისუფლება, ისეთი რაღაცეები გაკეთებასაც, რის გაკეთებასაც არცერთი ხელისუფლება არ უნდა ცდილობდეს, ამას ვერ მოასწრებს და კანონი გაუქმდება. ამდენად, სამართლებრივი პრეტენზია ამ ვეტოს მიმართ თუ ვინმეს ექნება, ეს იქნება მხოლოდ თითიდან გამოწოვილი“-ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

 

მსგავსი თემები