რუსეთი თავს დაესხა ოდესას – დაღუპულია ერთი ადამიანი

უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის არმიამ განახორციელა სარაკეტო თავდასხმა. რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა რვა მოქალქე. ინფორმაცია, ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ოლეჰ კიპერმა. ამავე ცნობით, ოთხ პირს საშუალო სირთულის ჭრილობები აქვს და ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. სამ დაჭრილს მედიკოსებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის სამიზნე იყო სასაწყობო სათავსო და გაჩნდა ხანძარი 800 კვადრატული მეტრის ფართობზე. ბოლო კვირების განმავლობაში ოდესაზე რუსეთის არმიის თავდასხმები სისტემატურად ხდება.

 

მსგავსი თემები