ხარკოვის ჩრდილოეთით მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთ რაიონებიდან, სადაც ბოლო დღეებში საომარი მოქმედებები გააქტიურდა, 4 ათასზე მეტი მოსახლე იქნა ევაკუირებული. ქალაქ ვოლჩანსკის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, გარდა ამისა ნანგრევებში ქალის გვამი იპოვეს.

ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეჰუბოვი ავრცელებს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულთა შესახებაც.

მსგავსი თემები