ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში, ჩოლოქი-ნატანების დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. ქობულეთის სანდასუფთავების ნაგვის შემკრები მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
,,აჭარის ტელევიზიის” ცნობით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი ქობულეთის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ამ წუთებში, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.