,,აბსოლუტურად ყველა ოთახი თავისუფალია” – ქუთაისის მერია თანამშრომლებისგან დაიცალა

ქუთაისის მერიის შენობა, სადაც საკრებულოც და გუბერნიაც განთავსებულია, თითქმის მთლიანად ცარიელია. ფრაქცია ,,ახალის” წევრი, გიორგი კილაძე ამბობს, ადამიანების უმეტესობა იძულებული გახდა დღეს სამუშაო ადგილები მიეტოვებინა და ორგანიზებულად წამოსულიყვნენ თბილისში, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე.

,,აბსოლუტურად თავისუფალია ყველა ოთახი, ყველა საჯარო მოხელეს მობილიზება გაუკეთა ოცნებამ. წაყვანილი ჰყავთ ადამიანები აიპებიდან, ასევე მუნიციპალიტეტებიდან. ამ ადამიანების იქ წაყვანით, ვერ წაართმევთ ხალხს თავისუფლებას. ამ ადამიანების უმრავლესობა ჩვენთან საუბარში პირდაპირ ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ სურვილი წასვლის, ეშინოდათ, რადგან მათი ოჯახების ძირითადი შემოსავალი ამ სამსახურებიდანაა”, – ამბობს კილაძე.

 

მსგავსი თემები