“მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს” – რადას თავმჯდომარე ქართველო კოლეგას

უკრაინის რადას თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს კითხვით მიმართავს:  „ერთადერთი რამ, რაც ენით გამოუთქმელს მხდის, არის კითხვა – არის თუ არა მიზანშეწონილი უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე  მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე“, – აცხადებს რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ.

რუსლან სტეფანჩუკი ქართველ კოლეგას იმასაც ახსენებს, რომ როცა საქართველოს უჭირდა, უკრაინას მას ყველა მიმართულებით გვერდით ედგა.

„კოლეგავ, უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებს ამ რთულ დროს. ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ უფრო მკაცრ სანქციებს, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. არიან ქვეყნები, რომლებიც ყველა სფეროში გვეხმარებიან. არიან ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ინდივიდუალურ საკითხებში გვიწევენ დახმარებას. ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელი და მამაცი მეომრები არიან, რომელთაგან ბევრი დღეს გვერდში უდგას ჩვენს დამცველებს,  ისევე, როგორც ბევრი უკრაინელი 2008 წელს…

„მინდა, შეგახსენოთ, რომ უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების („ბუკ“, „ოსა“) წყალობით თქვენ დაიცავით თქვენი ცა. მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს. ჩვენი ხალხები და ისტორია ყოველთვის შეგვაფასებს ჩვენ პოლიტიკოსებს“ – ასე მიმართავს სტეფანჩუკი პაპუაშვილს, რომელმაც უკრაინულ მხარეს მიწვევაზე უარით უპასუხა.

 

მსგავსი თემები