,,არა რუსულ კანონს”- პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტების განიხილავენ. განხილვის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები იკრიბებიან.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მონებო”, “არა რუსულ კანონს”.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც გაშალეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, პარლამენტში ე.წ. ”აგენტების კანონის” განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად დღეს დაიწყო.

მსგავსი თემები