,,პუტინი აპირებდა გამარჯვების მარშის კიევის ქუჩებში გამართვას, ცხადია, ეს არ მოხდება”- ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ ფსაკმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე  ისაუბრა. მან  აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„პრეზიდენტ პუტინის ჩანაფიქრი – ხელში ჩაეგდო უკრაინა, მოექცია ის რუსეთის შემადგენლობაში, წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, არ აღმოჩნდა წარმატებული. მოგეხსენებათ, ის ელოდა და აპირებდა მომავალ ორშაბათს, გამარჯვების მარშის კიევის ქუჩებში გაემართა. ცხადია, ეს არ არის ის, რაც მოხდება. მას სურდა, რომ ეს ყოფილიყო ნატოსა და დასავლეთის გაყოფის მომენტი. რა თქმა უნდა, ასე არ ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს უკრაინის გამარჯვება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა ჯენ ფსაკმა.

მსგავსი თემები