კანონის აკრძალვის მიუხედავად საშიშ პიროტექნიკას საქართველოში ბავშვები თავისუფლად ყიდულობენ. ირკვევა, რომ დღეს პიროტექნიკის რეალიზაციაზე კონტროლი არ ხორციელდება, ამიტომაც ახალი წლის დღეებში სწორედ მოზარდები ხვდებიან ყველაზე ხშირად ხვდებიან სერიოზული ტრამვული დაზიანებებით საავადმყოფოში.
სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 93 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან უმეტესობა მოზარდებია.
,,ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აცხადებს, რომ ხელისუფლება აპირებს, მომავალი წლიდან საქართველოში პიროტექნიკის გაყიდვა აკრძალოს.
„ძალიან ბევრი დაიწერა ამასთან დაკავშირებით და მეც ვეთანხმები, რომ სამომავლოდ პიროტექნიკა უნდა აიკრძალოს. ძალიან ბევრი დაზიანება ხდება, განსაკუთრებით პატარებში. რა თქმა უნდა, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული. მომავალი წლისთვის მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას – აცხადებს თბილისის მერი.
გასულ წლებთან შედარებით პიროტექნიკის იმპორტი ოთხჯერაა გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველომ თითქმის ექვსი მილიონი დოლარის პროდუქტი შეიძინა.