,,ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში არ არის და ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას”- მამუკა მდინარაძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის , მამუკა მდინარაძე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის დღევანდელი განცხადებებს ეხმიანება. მდინარაძის თქმით, რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში არ არის.

,,კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და პირდაპირ ვიტყვი, იმისათვის გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება, პირდაპირ მიზანი ჩანდა, რადგან მან თქვა მთავარი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდი წინა დღეების განმავლობაში და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ირონიულადაც კი უდგებოდა ამ საკითხს, მათ უნდათ, და ეს თქვა პირდაპირ კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში ამ შემთხვევაში. რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ არის, არ არის და ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას”, – განაცხადა მდინარაძემ.

,,მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის მოწოდებასთან დაკავშირებით” – კასიანოვი

,,ძალიან შეშფოთებულები ვართ ომში ჩათრევაზე მუდმივი ბრალდებებით”- ანდრეი კასიანოვი

მსგავსი თემები