,,ვაჟა მელაძის მთავარი მიზანია საერთო ენა გამონახოს დაზარალებულებთან”- ადვოკატი ”მედიაცენტრ მთავარში”

„ვაჟა მელაძის ერთადერთი ინტერესია, თუ რამე ფორმით აქვს დავალიანება კომპანიას, ეს ვალები გაისტუმროს, მაგრამ მთავარი მიზანია ამ ურთიერთობაში საერთო ენა გამონახოს დაზარალებულებთან,”- ამის შესახებ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის,  ვაჟა მელაძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ვაჟა მელაძის ინტერესია,  საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

,,ვაჟა მელაძის ერთადერთი ინტერესია, თუ რამე ფორმით აქვს დავალიანება კომპანიას, ეს ვალები გაისტუმროს, მაგრამ მთავარი მიზანია, ვაჟა მელაძემ ამ ურთიერთობაში საერთო ენა გამონახოს დაზარალებულებთან, რადგან დაზარალებული როგორც თქვენ, ასევე თავად ვაჟა მელაძეაცაა. ის აპირებს აქტიურად ჩაერთოს სასამართლო განხილვებში, მედიასთანაც ღიაა და სურს, დაზარალებულებს დაუმტკიცოს, რომ არაფერ შუაშია ვაჟა მელაძე. მისი ამოცანაა, როგორმე დაზარალებულებთან შედგეს მოლაპარაკება, რომ მათ რეალური პრეტენზია არ ჰქონდეთ ვაჟა მელაძესთან და ასევე, მისი ამოცანაა, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ მას არანაირი დანაშაული არ მიუძღვის“, – განაცხადა ”მედიაცენტრ მთავარში”.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. უწყების ცნობით,  “მელაძის” მფლობელი ბრალდებულია დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

ბრალდებული, ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძე” დაზარალებულებს თანამშრომლობას სთავაზობს

მსგავსი თემები