თეთრიწყაროს დასაქმების ფორუმისთვის მზადება დაიწყო 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) თანამონაწილეობით  დამსაქმებელთა ტური გაიმართა.
საგრანტო პროექტი ინოვაციური სოციალურ-ეკონომიკური მოდელების დანერგვით თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამჯერად, ასოციაციამ სურვილი გამოთქვა, რომ დასაქმების ფორუმამდე, კომპანიის წარმომადგენლები  დამსაქმებელთა ტურზე მიეწვიათ, რომ ადგილზე გაცნობოდნენ მოსახლეობის მოთხოვნებს და არსებულ ვაკანსიებზე ემსჯელათ.
რეგიონალური ფორუმის მოსამზადებელ ტურში ხუთი მსხვილი კომპანია ჩაერთო.  მოწვეული სტუმრები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, პროექტის ENPARD ფარგლებში მიმდინარე და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ.  როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, მიღებული  გამოცდილება და ინფორმაციის გაცვლა, დამსაქმებლებს,  ადგილობრივი მაძიებლთათვის ოპტიმალური შეთავაზებების წარმოდგენაში დაეხმარება.
„ფორუმის, რომელიც 28 სექტემბერს განიმარტება,  მიზანია, სამუშაოს მაძიებლებს დაეხმაროს დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, რომ მათ ერთ სივრცეში მიიღონ რამდენიმე დამსაქმებლისგან აქტიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია.  ასევე, გაეცნონ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელშემწყობი სერვისების და პროგრამების შესახებ ქვეყნის მასშტაბით“ – აცხადებენ სოციალური  მომსახურების სააგენტოში.

მსგავსი თემები