“ჩვენი მიზანია ევროპა” – რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა

მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, რუსთაველის გამზირზე აქცია ისევ იმართება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ არსებობს რისკი, რომ ხელისუფლებამ პირობა არ შეასრულოს, ამიტომ. აქცია გაიმართება მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ კანონპროექტი პარლამენტში არ დაბრუნდება.

აქციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები უერთდებიან. ისინი მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

“ჩვენ ვართ სტუდენტები და ვერავინ გვმართავს, ვერც პოზიცია და ვერც ოპოზიცია” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მსგავსი თემები