ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 165 ინფიცირებული იმყოფება

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევების რაოდენობა 9 081-ს შეადგენს. აქედან  2 729 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 529, აჭარაში – 163, იმერეთში – 353.

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტიების რაოდენობა  601 ადამიანია.  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 165  პირი, მათგან თბილისში – 114, აჭარაში – 7, იმერეთში – 10.

605 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 423 – თბილისში, 182- აჭარაში. 5 747 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ  6 ოქტომბრიდან – 30 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 899 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 720 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 208, პირი, აჭარაში – 634, იმერეთში – 779.

მსგავსი თემები