ვირუსით 39 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 813 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარა – 1 958, იმერეთი – 1 990, ქვემო ქართლი – 831, შიდა ქართლი – 877, გურია – 240, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი – 391, სამცხე-ჯავახეთი – 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -62.

 

მსგავსი თემები