ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა – სასამართლო პროცესი გადაიდო

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი 5 აპრილისთვის გადაიდო.

პროცესის გადადება ადვოკატებმა მოითხოვეს, რადგან ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს  კორონავირუსი დაუდასტურდა, ნიკა მოსიაშვილი კი ტვინის შერყევით კლინიკაში მკურნალობს.

ადვოკატების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სასამართლო პროცესი 5 აპრილს 16:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი თემები