რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა – ზელენსკი

უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, დაშავებულია სულ მცირე 130 ადამიანი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა ხარკოვზე სამი დარტყმა განახორციელა.

„200-ზე მეტი ადგილი დაზარალდა, მათ შორის 139 საცხოვრებელი, ბევრი დაიღუპა ჩვეულებრივ მაღალსართულიან კორპუსში. იქ ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი თემები