,,ნათელია, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება, ყველაფერი სასწორზეა”- ბაიდენი

ჯო ბაიდენმა ნიუ ჰემფშირში, დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა. მისი  თქმით, ნათელია, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება.

„ახლა ნათელია, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება და ჩემი გზავნილი ქვეყნისადმი არის ის, რომ ამაზე მაღალი ფსონები წარმოუდგენელი: ჩვენი დემოკრატია, ჩვენი პირადი თავისუფლებები – არჩევანის უფლებიდან ხმის მიცემის უფლებამდე, ჩვენი ეკონომიკა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი აღდგენა დააფიქსირა COVID-ის შემდეგ, ყველაფერი სასწორზეა“, – აცხადებს ბაიდენი.

მსგავსი თემები