ავარია ბათუმში – დაშავდა ორი ადამიანი

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულებს აღენიშნებათ მრავლობითი, ზედაპირული ტრავმები, ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები