„თუ მამა გაბრიელის ცხოვრების სცენებს გამოვსახავთ, ლენინი აუცილებლად მოხვდება ამ ხატზე“ – მეუფე

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სტალინის ხატზე მოხვედრა უცოდინრობისა და უმეცრების ბრალია, თუმცა, მისივე განმარტებით, თუ მამა გაბრელის ცხოვრების სცენებზე დაიწერება ხატი, იქ ლენინიც აუცილებლად მოხვდება.

„რატომღაც სტალინს ახსენებთ და ლენინს არა. ხატზე გამოხატული ლენინიც იქნება, თუ მამა გაბრიელის ცხოვრების სცენებს გამოვხატავთ. ასეთი ხატი ჯერ არ არსებობს, მაგრამ, შეიძლება, ვიღაცას მოუნდეს, რომ მამა გაბრიელი და მისი ცხოვრების სცენები გამოსახოს, სადაც ლენინი აუცილებლად მოხვდება. სტალინის ხატზე მოხვედრა უმეცრების ბრალია“ – აცხადებს მეუფე.

შეგახსენებთ, რომ საუბარია სამების ტაძარში არსებულ მატრონა მოსოველის ხატზე, სადაც სტალინია გამოსახული.

მსგავსი თემები