დააკავეს ქართველები, რომლებიც უდიდესი ბიბლიოთეკებიდან უნიკალურ გამოცემებს იპარავდნენ

დააკავეს ქართველები, რომელიც პარიზის, ლიონს, ვილნიუსისა და ვარშავის ბიბლიოთეკებიდან უნიკალურ გამოცემებს იპარავდნენ.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ძარცვის  ერთ-ერთი ფაქტი რამდენიმე დღის წინ, ჟენევის ბიბლიოთეკაში მოხდა.   წაღებულია მე-19 საუკუნეში გამოცემული პუშკინის და ლერმონტოვის 9 უიშვიათესი წიგნი. მათ ნაცვლად, თანამშრომლებს ადგილზე ორიგინალის ასლები დახვდათ.  ბიბლიოთეკისთვის მიყენებული ზარალი 650 000 ევროს აჭარბებს.

დაკავებულებს შორის ერთი ქართველი ქალი და კაცია. ისინი თანამზრახველთან ერთად ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან 10 000 ევროდ შეფასებული წიგნის მოპარვისთვის დააკავეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი თემები