,,მხარი უნდა დავუჭიროთ მას, ვისთანაც ვაკავშირებთ ჩვენ აწმყოსა და მომავალს” – გაგლოევი

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადებით,  დე ფაქტო ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა შესაძლო მხარდაჭერის გაწევას, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები “ღირსეულად” ჩატარდეს “რესპუბლიკის ტერიტორიაზე”.

,,და ეს სწორია დღევანდელ რთულ დროში. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ადამიანს, ვისთანაც ვაკავშირებთ ჩვენს აწმყოსა და მომავალს. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვუსურვოთ ვლადიმერ პუტინს მომავალ არჩევნებში თავდაჯერებული გამარჯვება. ეს არის საბედისწერო მომენტი, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, როცა ასეთი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს საფრთხე კოლექტიური დასავლეთის მხრიდან, რომელსაც სურს სიტუაციის დესტაბილიზაცია როგორც რუსეთის შიგნით, ასევე ზოგადად”, – აღნიშნა გაგლოევმა.

მსგავსი თემები