პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრს აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი აქციის მსვლელობისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. იმრან ხანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით,  იმრან ხანი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო მარშში მონაწილეობდა, რა დროსაც ის ფეხის არეში დაჭრეს.

70 წლის იმრან ხანის პარტიის წევრების ცნობით, ინციდენტის დროს კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა, თუმცა არავინ დაღუპულა.

 

მსგავსი თემები