დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობას განაახლებს

უქმე დღეების შემდეგ, დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობას განაახლებს. უმრავლესობასთან ერთად საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურად ერთვება ოპოზიციის ნაწილიც.

ზურაბ ჯაფარიძე მხოლოდ იმ საკითხების განხილვაში აპირებს მონაწილეობის მიღებას, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს.

დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. შევლენ თუ არა ისინი პარლამენტში ეს პარტიაში კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მმართველ გუნდში კი იმედოვნებენ, რომ ამნისტიის კანონპროექტზე ერთობლივი პოზიციის შეჯერება მოხერხდება.

უმრავლესობის დოკუმენტში ამნისტია ყველას ეხება იმათ გარდა, ვინც თავად უარს იტყვის ამნისტიაზე. ოპოზიციის რედაქციაში კი სამართალდამცავების ამნისტირების წინაპირობად დაზარალებულთა თანხმობაა გათვალისწინებული. მცდელობის მიუხედავად კანონპროექტების ერთ დოკუმენტად ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა.

“ქართულ ოცნებაში” იმედი აქვთ, რომ ოპოზიციური სპექტრი საპარლამენტო ცხოვრებაში სრულად ჩაერთვებიან და მათ შორის ის პირებიც შევლენ, ვინც ამ დროისთვის საკუთარ მანდატს კიდევ არ იყენებს.

მსგავსი თემები