მეცხრე მოწვევის პარლამენტში კახა ოქრიაშვილის ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონებისთვის“ გაუქმდა

მეცხრე მოწვევის პარლამენტში კახა ოქრიაშვილის ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონებისთვის“ გაუქმდა. შესაბამისი ინფორმაცია ბიუროს სხდომას წარედგინა.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ფრაქციის შემადგენლობა ოთხმა წევრმა დატოვა, რომელთა შორის არიან თავად, გოგი მეშველიანი, კობა ლურსმანაშვილი და ანზორ ბოლვაძე.

აღნიშნული დეპუტატების გადაწყვეტილება კახა ოქრიაშვილის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება, რომელმაც პარტია შექმნა.

მსგავსი თემები