მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას, მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილმა ავრცელებს.

უფლებადამცველის თქმით, სხდომაზე, სადაც საზღვრის კვეთის საქმე განიხილება, რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ.

“სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ შევეცდებით პროცესზე შუამდგომლობის დაყენებას, რომელიც მიმართული იქნება სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვისთვის.

მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმმა გასცა დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად სჭირდება სათანადო მკურნალობა, რომლის გაწევაც ციხის პირობებში არის ფიზიკურად შეუძლებელი, მაგრამ ამის პარალელურად, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან საპასუხო, გონივრულ ნაბიჯებს. შესაბამისად, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ილუზია სასამართლოს ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ორგანოს დამოუკიდებლობის მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან მიმართებით, ბუნებრივია, გადავდგამთ ყველა შესაძლო ნაბიჯს”,- განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი თემები