,,სახეზე გვაქვს უმძიმესი და უბოროტესი შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიმდინარეობს უმძიმესი და უბოროტესი შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით გააქტიურებულია რუსული აგენტურული ქსელები.

„ღიად უნდა ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს უმძიმესი და უბოროტესი შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. დიახ, მთელი საქართველოს მასშტაბით გააქტიურებულია რუსული აგენტურული ქსელები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოებაში. რაც ყველაზე საგანგაშოა, მათი იდეოლოგიური წყარო არის „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, სწორედ ის ანტიდასავლური, ანტიეროვნული და ანტიქართული განცხადებები, რომელიც გვესმის „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. დავდივართ რაიონებში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მოქალაქეების განწყობა არის ერთიანი ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, თითოეული მოქალაქე კარგად არჩევს ტყუილს და მართალს, დეზინფორმაციას, სიცრუეს და სიმართლეს და აუცილებლად პასუხი გაეცემა ამ შეთქმულებას, რომელსაც „ქართული ოცნების თაოსნობით ახდენს გარკვეული ჯგუფი საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. გუშინ, ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა წერტილი დაუსვა ერთ-ერთ ყველაზე დიდ დეზინფორმაციას და სპეკულაციას, რომელსაც „ქართული ოცნება“ თავისი საცეცების მეშვეობით რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად ავრცელებდა საქართველოს მასშტაბით, რომ თითქოს ამერიკას და დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა უნდა. ეს არის 100%-ით დეზინფორმაცია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები