ტუსკის განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინას მხარს არ უჭერენ, ევროკავშირს ღალატობენ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინას მხარს არ უჭერენ, ევროკავშირს ღალატობენ.

,,თქვენ მოუწოდებთ მსოფლიოს, რომ გაიღვიძოს, რომ თუ არსებობს ბოროტება, მას უნდა დაუპირისპირდე. უნდა ებრძოლო და არ შეგეშინდეს. ეს არის 21-ე საუკუნის უდიდესი გაკვეთილი მთელი მსოფლიოსთვის და მინდა, ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ, პოლონელი ქალებისა და კაცების სახელით, მთელი ევროპის სახელით. ევროპა იპოვის გზას და ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას ყოველგვარი დათქმის გარეშე, ორბანთან ერთად ან მის გარეშე, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას მის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც ახლა, ომის დროს. იგულისხმება ფინანსური მხარდაჭერა. ასევე, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა”, – განაცხადა ტუსკმა კიევში, სტუდენტებთან შეხვედრისას.

მსგავსი თემები